დღეს „რიყე-ნარიყალას“ საბაგირო გზა მგზავრებს რამდენიმე საათით ვერ მოემსახურება

26 დეკემბერს, 12:00-დან 18:00 საათამდე, „რიყე-ნარიყალას“ საბაგირო გზა მგზავრებს ვერ მოემსახურება.

ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანია იუწყება.

მათივე ინფორმაციით, სს თელასის მიერ წარმოებული გეგმურ-ტექნიკური სამუშაოების გამო, 26 დეკემბერს, 12:00-დან 18:00 საათამდე, „რიყე-ნარიყალას“ საბაგირო გზას დროებით შეუწყდება ელექტროენერგიის მიწოდება, რის გამოც საბაგირო გზა მგზავრებს ვერ მოემსახურება.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია მოქალაქეებს შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.