სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე დღეს, 15:00 საათზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფისში საგანგებო განცხადებას გააკეთებს.
ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს პრესსამსახური იუწყება.
მათივე ინფორმაციით, საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე, ლევან რაზმაძე სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურება.