ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე თორნიკე რიჟვაძე ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი გახდა.
აღსანიშნავია, რომ რიჟვაძემ მოადგილის პოსტი სამინისტროს გაუქმების შემდეგ დატოვა.
ცნობისთვის, ენერგეტიკის სამინისტროში დასაქმებამდე კი 2013-2017 წლებში რიჟვაძე შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ (TATA POWER, CLEAN ENERGY INVEST, IFC -ის ერთობლივი საწარმო), იურიდიული დირექტორისა და იურიდიული მრჩევლის თანამდებობებს იკავებდა.