ისნის რაიონში, მეტეხის საავტომობილო გვირაბების რეაბილიტაცია იგეგმება.
დედაქალაქის მერიამ კაპიტალური რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მიზნით ტენდერი უკვე გამოაცხადა.
სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 31 დეკემბერს დაიწყება და 3 იანვარს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 200 000 ლარია.
როგორც საპროექტო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, რეაბილიტაციის შედეგად სავალი ნაწილის სიგანე 7,4 მეტრიდან 7,8 მეტრამდე იცვლება.