4-პუნქტიანი გეგმა რჩება ჩვენს მიერ განსახორციელებელი პროგრამის ერთ-ერთ მთავარ შემადგენელ ნაწილად, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის მიერ 2017 წელს განხორციელებული საქმიანობა შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
„ოთხპუნქტიანი გეგმა, რომელიც გახლავთ ყოვლისმომცველი ნაბიჯების ერთობლიობა, რომელიც განსაზღვრულია იმისთვის, რომ მაქსიმალურად შემჭიდროვებულ მონაკვეთში შევცვალოთ ჩვენი მოსახლეობის ცხოვრების დონე, რჩება ერთ-ერთ მთავარ შემადგენელ ნაწილად ჩვენს მიერ განსახორციელებელი პროგრამის. 2017 წლის განმავლობაში 4-პუნქტიანი გეგმა, რა თქმა უნდა, წამყვანი იყო ჩვენი მთავრობისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ 4-პუნქტიანი გეგმის მეშვეობით განვითარების ახალ ეტაპზე გადავიყვანთ ქვეყანას და შემდგომი სამი წლის განმავლობაში შევძლებთ, რომ თვისობრივად ბევრი რამ შევცვალოთ ჩვენს ქვეყანაში უკეთესობისკენ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.