თბილისში ელექტროენერგიის ტარიფი იზრდება

სემეკის დადგენილების პროექტის მიხედვით, „თელასის“ აბონენტებისთვის 2018 წლის 1-ელი იანვრიდან, როგორც საყოფაცხოვრებო, ისევე კომერციული ტარიფი 1,5 თეთრით იზრდება.

უფრო კონკრეტულად, აღნიშნული დადგენილების მიხედვით, საყოფაცხოვრებო სექტორში შემდეგი ტარიფები დგინდება: 0 კვტ.სთ-დან 101-ის ჩათვლით ელექტროენერგიის მოხმარებისთვის გადასახადი დღგ-ს ჩათვლით 1,564 თეთრით იმატებს, 101-დან 301-ის ჩათვლით - 1,564, 301-დან 1,564 თეთრით.

რაც შეეხება არასაყოფაცხოვრებო სექტორს, 110-35 კვ ძაბვის საფეხურის აბონენტები ერთ კვტ.სთ-ზე 1,568 თეთრით მეტს გადაიხდიან, 10-6-3.3 კვ ძაბვაზე - 1,564. თეთრს, ხოლო 0.4 კვ-ზე. საფასურმა 1,565 თეთრით მოიმატა. ახალი ტარიფები ძალაში 2018 წლის 1-ელი იანვრიდან უნდა შევიდეს და მან 2020 წლის ბოლომდე იმოქმედოს.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილების პროექტს კენჭი დღევანდელ სხდომაზე უნდა ეყაროს.