2017 წელს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ქონება 1 ტრილიონი დოლარით გაიზარდა

2017 წლის განმავლობაში, უმდიდრესი ადამიანების რეიტინგის სათავეში მყოფთა ქონება, ჯამურად, 1 ტრილიონი აშშ დოლარით გაიზარდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 4-ჯერ მეტია.

აღნიშნული მატების მთავარ მიზეზად ის სახელდება, რომ საფონდო ბირჟები ნაკლებ დამოკიდებულნი იყვნენ ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ დივიზიებზე. აღსანიშნავია, რომ წლის განმავლობაში ბლუმბერგის მილიარდერთა ინდექსი 23%-ით გაიზარდა.

მიმდინარე წლის მთავარი გამარჯვებული, ადამიანი, რომელმაც აღნიშნულ ზრდაში მთავარი წვლილი შეიტანა, ამაზონის კორპორაციის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსია, რომელიც 2017 წელს 34.2 მილიარდი დოლარით გამდიდრდა, რაც საკმარისი აღმოჩნდა ერთ დროს ბილ გეითსის პლანეტის უმდიდრესი ადამიანის შეურყეველი სკამი შეერყია და თვითონ გამხდარიყო უმდიდრესი. ბილ გეითი პლანეტის უმდიდრეს ადამიანად 2013 წლიდან მიიჩნევა, თუმცა Bill & Melinda Gates Foundation-ის მიერ განხორციელებულმა მასშტაბურმა ქველმოქმედებებმა მაიქროსოფტის თანადამფუძნებლის პირად ქონებაზე თავისი ასახვა ჰპოვა. ამჟამად, ჯეფ ბეზოსის ქონება 99.6 მილიარდია, გეითსის 91.3.

მიმდინარე წლის დასასრულისთვის, პლანეტის 500 მილიარდერი ჯამში 5.3 ტრილიონის ქონებას აკონტროლებენ (2016-4.4 ტრილიონი დოლარი).

გამარჯვებულები:

2017 წელს 38 ჩინელი მილიარდერის საერთო მონაპოვარმა 177 მილიარდი დოლარი შეადგინა;

მილიარდერთა სიაში ამერიკელთა წარმომადგენლობა ყველაზე მაღალია, 159 ამერიკელი მილიარდერის ჯამური შემოსავალი 2017 წელს 315 მილიარდ დოლარს გაუტოლდა;

2014 წელს ვლადიმერ პუტინის დაწყებული პოლიტ-ეკონომიკური კრიზისი არ აღმოჩნდა ხელის შემშლელი ფაქტორი რუსი მილიარდერებისთვის, 27 უმდიდრესი რუსი ადამიანის ქონება 29 მილიარდით გაიზარდა;

არნახულად წარმატებული გამოდგა 2017 წელი ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლებისთვის, 57 „ტექნოლოგიური“ მილიარდერი 2017 ჯამში 262 მილიარდით გამდიდრდა. გამორჩეული მარკ ცუკერბერგია, რომელსაც 262-დან 22,6 მილიარდი ეკუთვნის;

დამარცხებულები:

ტელეკომუნიკაციებში მოღვაწე ფრანგმა მილიარდერმა, პატრიკ დრაჰიმ 2017 წელს ქონების 39% (4,1 მილიარდი დოლარი) დაკარგა; 

საუდის არაბეთის უმდიდრესი ადამიანი, პრინცი ალვალედ ბინ ტალალი ვერ გადაურჩა კორუფციულ სკანდალს და 2 მილიარდი დოლარი დაკარგა (მართალია, 17,8 დარჩა, მაგრამ მაინც…)

წყარო: „ბანკები და ფინანსები"