ზამთარი ძალას ახლა იკრებს და ვისაც ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია, სად გაატარებს ზამთრის არდადეგებს Business Insider-ის ეს სტატია არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება.
რიო დე ჟანეიროში ექსტრავაგანტული კარნავალებით დაწყებული და პეკინში ჩინური ახალი წლის აღნიშვნით დამთავრებული, თებერვალი საუკეთესო თვეა მსოფლიოს თავიდან აღმოსაჩენად. კლიმატური მონაცემების, საუკეთესო სამოგზაურო დროის და ავიაბილეთების ფასების გათვალისწინებით, Business Insider-მა მოიძია ინფორმაცია ზამთრის შვებულებისთვის საუკეთესო ადგილების შესახებ.
ქვემოთ გთავაზობთ 13 ადგილს, რომელიც თებერვლის თვეში აუცილებლად უნდა ინახულოთ:
ახალი ორლეანი, ლუიზიანა:
თუ ეძებთ ერთ-ერთ საუკეთესო ადგილს ზამთარში სტუმრობისთვის, რომელიც გთავაზობთ დიდებულ ამინდს, კერძებსა და გართობას, მაშინ ახალი ორლეანი საუკეთესო არჩევანია.
თებერვალის მთავარი მოვლენა აქ „მსუქან სამშაბათს“ (როგორც ადგილობრივები უწოდებენ Fat Tuesday - Mardi Gras) გამართული ზეიმებია. ხშირად მას „მსოფლიოში საუკეთესო უფასო შოუსაც“ უწოდებენ. აქ გამართულ აღლუმებსა და მხიარულებას ასობით ათასი სტუმარი ესწრება. 2018 წლის „მსუქანი სამშაბათი“ 13 თებერვალს უწევს.
თუ ხალხის დიდ მასაში ყოფნა არ გიზიდავთ, ახალი ორლეანი ბევრ სხვა აქტივობასაც გთავაზობთ. მაგალითისთვის Frenchman Street-ზე არსებული ბარებსა და რესტორნებში ყოველთვის მყუდრო გარემოა, ხოლო ჯაზის მოსმენა ცოცხალი შესრულებითაა შესაძლებელი.
პარკ სიტი, იუტა
არსებობს მიზეზი, თუ რატომ უწოდებს აშშ-ს მოთხილამურეთა ნაკრები პარკ სიტის იუტაში საკუთარ სახლს.მარტივად რომ ვთქვათ, ზამთრის სპორტის მოყვარულებისთვის ეს ადგილი ნამდვილი სამოთხეა. ქალაქში 400-მდე ფერდობია, სადაც სათხილამურო ტრასებია გაკეთებული, ხოლო ფართობით ეს ყველაფერი 1335 ჰექტარზეა გაშლილი.
ფერდობებზე სრიალის შემდეგ შესაძლოა ძველებური სტილის მთავარ ქუჩაზე გასეირნება ან განთქმულ ეგვიპტურ თეატრში სტუმრობა, სადაც იანვარში კინოფესტივალი იმართება ხოლმე (Sundance Film Festival). რაც ყველაზე მოსახერხებელია, საბაგიროს მთიდან პირდაპირ ქალაქის ცენტრში შეუძლია თქვენი გადაყვანა.
მაუი, ჰავაი
ზამთრის კურორტებზე საუბრისას არც ერთი სია არ იქნება სრული, თუ არ ვახსენებთ ჰავაის. თებერვალი საუკეთესო დროა ალოჰას სამშობლოს მოსანახულებლად.ავიაბილეთების ფასების მიხედვით, ამ თვეში ჰავაიზე სტუმრობა ყველაზე იაფი ჯდება, როცა ფასები საგრძნობლად ეცემა ტურისტული სეზონის შემდეგ. სასტუმროების ფასებიც იაფდება, რაც შვებულების აქ გატარებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის.
ბუნების მოყვარულებისთვის თებერვალი კუზიანი ზვიგენების საყურებელი სეზონის პიკია. მაუი ყოველწლიურ ფესტივალს (Whale Festival) 2018 წლის 10-დან 24 თებერვლამდე მართავს.
პუერტო ვალარტა, მექსიკა
მექსიკის ქალაქებიდან ერთ-ერთი საუკეთესოს, პუერტო ვალარტას მოსანახულებლად თებერვალი საუკეთესო დროა. ამინდი ამ დროს შესანიშნავია 21-დან 26 გრადუსამდე სითბო, ხოლო გაზაფხულის დამსვენებლების ურდოები ჯერ კიდევ არ არიან ჩასული, რაც მარტთან შედარებით მეტი თავისუფლების შესაძლებლობას იძლევა.კურაჩაო
კურაჩაო ნამდვილად განსხვავებული ადგილია ზამთარში შვებულების გასატარებლად, ხოლო Lonely Planet-ის მიხედვით, კარიბის ზღვის აუზში ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომია.გარდა ულამაზესი სანაპიროსა და პლიაჟისა, კუნძულს აქებენ მდიდარი ისტორიის გამო, რაც ვლინდება მუსიკაში, სამზარეულოსა და ხელოვნებაში. დედაქალაქ ვილემსტადში მრავლადაა ნაირფერად შეღებილი ჰოლანდიური კოლონისტების შენობები, აქ არის ადგილობრივი რესტორნებისა და ბარების ურიცხვი რაოდენობა, რომლებიც მიხვეულ-მოხვეულ ქუჩებზეა ჩამწკრივებული. ქალაქის ბაზრობა, როგორც ადგილობრივების, ისე დამსვენებლების საყვარელი ადგილია.
რიო დე ჟანეირო, ბრაზილია
რიო დე ჟანერო კარნავალების სამშობლოა. 2017 წელს მილიონზე მეტი ტურისტი ეწვია ქალაქს საკარნავალო ღონისძიებებზე დასასწრებად.2018 წელს, კარნავალი ჩატარდება 9-დან 14 თებერვლის ჩათვლით. აქ სამბას სკოლები ჩემპიონის გვირგვინისთვის იბრძოლებენ, თუმცა ქალაქის რომელ უბანშიც არ უნდა იყოთ, წვეულებას მაინც იპოვით.
პატაგონია
თებერვალში სამხრეთ ნახევარსფეროში ზაფხული სრულდება. ეს შესანიშნავი დროა ულამაზესი პატაგონიის რეგიონის სტუმრობისთვის არგენტინასა და ჩილეში.
სეზონი იდეალურია ფეხით მოგზაურობის მოყვარულთათვის მთიან რეგიონებში. აუცილებლად უნდა ესტუმროთ ქალაქ ბარილოჩეს არგენტინაში და ეროვნულ პარკს ჩილეში (Torre del Paines National Park). თებერვალში აქ შეიძლება კემპინგით, ცხენზე ჯირითითა და ჯომარდობით თავის შექცევა.
აბისკო, შვედეთი
ექსტრემალური გემოვნების მქონე მოგზაური უნდა ესტუმროს აბისკოს შვედეთში, ზამთრის შუაგულში, სადაც ტემპერატურა ღამით ხშირად ეცემა 0-ს ქვემოთ.ეს ადგილი პრაქტიკულად ყველაზე უფრო ჩრდილოეთით მდებარე ქალაქია ევროპაში. ქალაქი ცნობილია იმით, რომ აქ შეიძლება ჩრდილოეთის ციალის ნახვა. ზამთარში ამის ნახვა ძალიან ადვილია, ვინაიდან დღე მხოლოდ რამდენიმე საათით გრძელდება.
თუ სხვა გართობით გსურთ თავის შექცევა, შეგიძლიათ ესტუმროთ ეროვნულ პარკებს, ისეირნოთ ფეხით ან მარხილში შებმული ძაღლებით. თუ ცოტა მეტის დახარჯვა შეგიძლიათ, დარჩით Icehotel -ში, ყინულის სასტუმროში, სადაც საუკეთესოდ შეიძლება გამოძინება.
ვენეცია, იტალია
ვენეცია ზაფხულის შვებულების გასატარებლად საუკეთესო ადგილად მიიჩნევა, თუმცა მოგზაურების თქმით, მისი ნამდვილი შარმის, ელეგანტურობისა და სიმყუდროვის შეგრძნობა ზამთარშია შესაძლებელი.მოულოდნელი წვიმები ვენეციის არხებს ხშირად ნისლში გახვეულს ტოვებს, რაც ქალაქის ტრანსპორტით გადაადგილებას კიდევ უფრო მომაჯადოვებელს ხდის. ტურისტული ადგილები, როგორიცაა სან მარკოს ბაზილიკა, ძალიან მიმზიდველია. თუკი გარეთ ყინავს, შეგიძლიათ ესტუმროთ კაფე ფლორიანს (Caffè Florian), რომელსაც ჩარლზ დიკენსისა და მარსელ პრუსტის მსგავსი ადამიანებიც სტუმრობდნენ.
იმისთვის, რომ განსაკუთრებით ისიამოვნოთ, თქვენი ვიზიტი ვენეციის კარნავალს დაამთხვიეთ. ქალაქი ამ დროს სავსეა მუსიკით, ქუჩის წარმოდგენებითა და ადამიანებით თავბრუდამხვევ კოსტუმებში. კარნავალი 27 იანვარს იწყება და 2018 წლის 13 თებერვალს სრულდება.
პეკინი, ჩინეთი
სად შეიძლება შეხვდეთ მთვარის კალენდრით ახალ წელს ჩინეთის დედაქალაქზე უკეთეს ადგილას? მთელი პეკინი აღნიშნავს ახალ წელს, ხოლო სტუმრებს ელოდებათ ბევრი ფოიერვერკი, ადგილობრივი სამზარეულო და გართობა.ძაღლის წელიწადი 2018 წლის 16 თებერვალს იწყება, მაგრამ ადგილობრივები სულ ცოტა ერთი კვირით ადრე იღებენ შვებულებას, რათა დღეობებით ისიამოვნონ. ეს ყველაფერი ტრადიციულად სრულდება ფარნების ფესტივალით, რომელიც 2 მარტს გაიმართება.
სინგაპური
ჩინურ ახალ წელს ყველაზე მასშტაბურად ჩინეთის საზღვრებს გარეთ სინგაპურში აღნიშნავენ. ზეიმი ყველა სახლს, ქუჩასა და ტაძარს მოიცავს, სადაც ადგილობრივები მართავენ ხელგაშლილ აღლუმებს, ხოლო მდინარე ჰონგობაოზე სულისშემძვრელი ფოიერვერკები იმართება.დღის განმავლობაში შეგიძლიათ ისიამოვნოთ სინგაპურის კულტურული მრავალფეროვნებით და ისეირნოთ ინდურ, მალაიზიურ და ჩინურ უბნებში. ტაძრების მონახულება და ადგილობრივი სამზარეულოს დაგემოვნება ამ ყველაფრის განუყოფელი ნაწილია.
გოა, ინდოეთი
თუკი რელაქსაცია გსურთ, ესტუმრეთ გოას თებერვალში, როცა ტურისტული სეზონის პიკი სრულდება და ფასებიც იკლებს. სუფთა პლაჟები და დიდებული ამინდი აქაურობას იდეალურ ადგილად აქცევს ზამთარში სტუმრობისთვის.თუკი ისტორიული ტურის მოწყობა გსურთ, ეწვიეთ გოას ძველ უბანს, სადაც არის პორტუგალიელების მმართველობის დროს აშენებული კათოლიკური ტაძრები.
კეიპ ტაუნი, სამხრეთ აფრიკა
ღვინის მოყვარულებისთვის კეიპ ტაუნი იდეალური ადგილია თებერვალში სტუმრობისთვის. თუ ღვინის დეგუსტაია ან პიკნიკები გიზიდავთ, ეწვიეთ კონსტანცია ველს (Constantia Valley), სადაც მრავლადაა ვენახები და მუხის ხეებით ჩაყოლებული ქუჩები.აქ არის აფრიკის ერთ-ერთი საუკეთესო სანაპირო, სადაც შესაძლებელია სერფინგი, გარუჯვა და ველური ბუნებით სიამოვნების მიღება.
იხილეთ ფოტოგალერეა