ტაქსების, მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მოძრაობის რეგულირებასთან დაკავშირებით ცვლილებები იგეგმება

ტაქსების, მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მოძრაობის რეგულირებასთან დაკავშირებით თბილისის მერია ცვლილებებს გეგმავს.

როგორც თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე აცხადებს, ტაქსებისა და M1 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების (მიკროავტობუსი, ავტობუსი) რეგულირების გეგმასთან დაკავშირებით, 2018 წლის დასაწყისში გახდება ცნობილი.

„სატრანსპორტო ორგანიზების, სატრანსპორტო საშუალებების მოწესრიგების საკითხი ჩვენი მთავარი პრიორიტეტია და შესაბამისად, ეტაპობრივად, ყველა პრობლემას იმ გეგმის მიხედვით მოვაწესრიგებთ, რომელიც გვაქვს. გარკვეულწილად, სადისტრიბუციო კომპანიებთანაც ვთანამშრომლობთ, რომ სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობის გრაფიკთან დაკავშირებით ახალი სქემა შევიმუშავოთ. მომავალი წლის განმავლობაში ბევრი ნაბიჯი იქნება გადადმული, რომლებიც მომდევნო წლებში რეალურ შედეგს მოგვცემს. როგორც სამართლებრივი ბაზის, ასევე ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხით“, - განაცხადა ბითაძემ.

ცნობისთვის, პირველ ეტაპზე, დედაქალაქის 14 ქუჩაზე ყვითელი სამარშრუტო ტაქსები მხოლოდ გაჩერებებზე გაჩერდებიან. საპილოტე პროექტი 2018 წლის თებერვლის ბოლოდან დაიწყება და წლის განმავლობაში მთელი თბილისის მასშტაბით ამოქმედდება.