თბილისში მოსახლეობისთვის წყლის ტარიფი გაძვირდა. გამრიცხველიანებული აბონტებისთვის 1 მ3-ზე დაახლოებით, 6 თეთრით, ხოლო გაუმრიცხველიანებლისთვის 1 სულზე დაახლოებით, 75 თეთრით იზრდება. რაც შეეხება არასაყოფაცხოვრებო სექტორს, ამ შემთხვევაში წყლის ტარიფი მცირედით დაახლოებით, 2 თეთრით იკლებს.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების თანახმად, მრიცხველის მქონე მოსახლეობისთვის წყლის ტარიფი იქნება 1მ3 - 0.329 ლარი, უმრიცხველო მოხმარებისას (ფიქსირებული) 1 სულზე 3.89 ლარი, არასაყოფაცხოვრებო სექტორისთვის (ორგანიზაციები და კომერციული სექტორი) 1მ3 - 4.40 ლარი.
აღნიშნული პროექტი სემეკის დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცეს.
დღეს დადგენილი ტარიფები ძალაში 2018 წლის 1-ლი იანვრიდან შევა და 2020 წლის ბოლომდე იქნება.
შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" დღეს მოქმედი ტარიფები ასე გამოიყურება, მრიცხველის მქონე მოსახლეობისთვის 1მ3 - 0.266 ლარი, უმრიცხველო მოხმარებისას (ფიქსირებული) 1 სულზე - 3.147 ლარი. არასაყოფაცხოვრებო სექტორისთვის (ორგანიზაციები და კომერციული სექტორი) 1მ3 - 4.418 ლარი.