ლარი დოლართან მიმართებაში 2.55 თეთრით, ევროსთან მიმართებაში კი 4.10 თეთრით გაუფასურდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6131 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6131 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5876 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0255 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1169 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0759 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0410 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.