დედამიწის მოსახლეობის რიცხვი 1 იანვარს 7 444 443 881 ადამიანს მიაღწევს. ასეთი პროგნოზი აშშ-ს მოსახლეობის აღწერის ბიუროს სპეციალისტებმა გამოაქვეყნეს.
მათი განცხადებით, 2017 წლის 1 იანვართან შედარებით დედამიწის მოსახლეობა 78,5 მილიონით გაიზრდება, მატება 1,07%-ს შეადგენს.
მანამდე ბიუროს მიერ გაკეთებული პროგნოზის მიხედვით, 2050 წელს მსოფლიოში 9 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს.
მე-11 საუკუნის დასაწყისში დედამიწაზე 310 მილიონი, 1900 წელს - 1,6 მილიარდი, 1999 წელს კი 6 მილიარდი ადამიანი ცხოვრობდა.