2017 წლის 10 მნიშვნელოვანი მეცნიერული მიღწევა

2017 წელი მეცნიერებისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩენების წელი იყო.

ზოგიერთმა მეცნიერულმა მიღწევამ, შესაძლოა, სამყაროზე ჩვენი წარმოდგენები სრულიად შეცვალოს. წარმოგიდგენთ 10 ყველაზე მთავარ აღმოჩენას.

10. ამერიკელმა მეცნიერებმა ადამიანის გენის მოდიფიკაციის შეცვლა შეძლეს, რაც გენეტიკური დაავადებების აცილებაში დაგვეხმარება. ამით მომავალში ახალი კლასის „სუპერ ადამიანები“ შეიქმნება.

9. კომპანია spacex-მა საჰაერო ხომალდი გამოუშვა, რომლის დახმარებითაც კოსმოსში მოგზაურობა უფრო იაფი გახდება. ახალი ხომალდი „ფალკონ 9 “-ის გამოშვებით კომპანიამ 18 მილიონი დოლარი დაზოგა.

8. ადამიანის ქსოვილის ზრდაში მეცნიერებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს. ახალი მიღწევის დახმარებით ქსოვილებს ნერვული დაზიანებები აღუდგება და ორგანოებს სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს.

7. DeepMind-ის მეცნიერებმა შეისწავლეს ადამიანის ქცევა გარემოში, რაც თვით-მართვადი რობოტების შექმნაში წინ გადადგმული ნაბიჯია.

6. ჰარვარდის ფიზიკოსებმა თხევადი წყალბადი მეტალად აქციეს. 

5. შეიქმნა ახალი მზის ენერგიით აღჭურვილი მოწყობილობა, რომელიც ჰაერს წყლად გარდაქმნის. ეს მოწყობილობა აფრიკის ქვეყნებში წყლის მოპოვების საკითხში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

4. მეცნიერებმა ხელოვნურ საშვილოსნოში ბატკანი გაზარდეს. ეს ბავშვთა სიკვდილიანობასა და ნაადრევ მშობიარობას შეამცირებს.

3. ფიზიკოსებმა შექმნეს დროის კრისტალი, რომელიც უნიკალური და ეგზოტიკურია. ის მატერიის სრულიად ახალ ფორმას წარმოადგენს. თუმცა მეცნიერებს მისი სრული პოტენციალი ჯერ არ გამოუკვლევიათ.

2. მეცნიერებმა აღმოაჩინეს უცნობი პლანეტა, რომელიც მზის სისტემას ეკუთვნის. ვარაუდობენ, რომ ახალ პლანეტაზე, შესაძლოა, სიცოცხლეც არსებობდეს. პლანეტა ორბიტაზე წითელ ვარსკვლავად მოჩანს.

1. ასტრონომებს ახალი აღმოაჩენა აქვთ. როდესაც ორი ვარსკვლავი ერთმანეთს ეჯახება, გრავიტაციის ტალღები იქმნება.