1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5922 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.5922 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6131 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0209 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1044 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1169 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0125 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.