ავიაკომპანია Yanair ლვოვი-ბათუმის მიმართულებით პირდაპირ რეისებს 8 ივნისიდან შეასრულებს. ამის შესახებ avianews.com ავიაკომპანიის დაჯავშნის სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით წერს.
თავდაპირველად ლვოვი-ბათუმის რეისები კვირაში ერთხელ, პარასკევობით, 19 ივნისიდან კი სამშაბათობითაც შესრულდება.
დაჯავშნის სისტემაში ბილეთების ყიდვა სექტემბრის ბოლომდეა შესაძლებელი, რადგან რეისების განრიგი სექტემბრის ბოლომდეა გაწერილი. ეკონომ-კლასის ორმხრივი ავიაბილეთების ღირებულება დაახლოებით 220 აშშ დოლარი იქნება. ფასში კვება და 23-კილოგრამიანი ბარგის ტრანსპორტირება შედის.