2017 წლის მარტში გამოსული ცნობილი ანიმაციის, “დისნეის” მიერ კინოდ ეკრანიზებული „მზეთუნახავი და ურჩხული“ 2017 წლის ყველაზე მეღალშემოსავლიანი ფილმის ტიტულის მფლობელია.
მიუხედავად იმისა, რომ 15 დეკემბერს გამოსულმა „ვარსკვლავური ომები: უკანასკნელი ჯედაიმ“ ძალიან სწრაფად - ზუსტად 15 დღეში გადალახა მილიარდიანი ზღვარი, მან მაინც ვერ შეძლო „მზეთუნახავი და ურჩხულის“ დამარცხება, რომელსაც 2017 წლის კალენდრის დასასრულს 1,263.5 მილიარდი სალარო შემოსავალი ერიცხება, ხოლო „ვარსკვლავურ ომებს“ 1,033.5 მილიარდი.
აღსანიშნავია, რომ ორივე ფილმი კინოკომპანია „დისნეის“ ეკუთვნის. ასევე მილიარდიანი ზღვარი გადალახეს მეორე უმსხვილესი კინოკომპანიის, „უნივერსალის“ ფილმებმა - „ფორსაჟი 8“ 1,235.8 მილიარდით და ანიმაციამ „საზიზღარი მე - 3“ 1,033.5 მილიარდით. ეს ფილმები ამ დროისთვის შესაბამისად, მეორე და მეოთხე ადგილებს იყოფენ.
წარმოგიდგენთ 2017 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმების ტოპ ათეულს.
1 Beauty and the Beast (2017)
BV $1,263.5
2 The Fate of the Furious
Uni. $1,235.8
3 Star Wars: The Last Jedi
BV $1,054.8
4 Despicable Me 3
Uni. $1,033.5
5 Spider-Man: Homecoming
Sony $880.2
6 Wolf Warrior 2
HC $870.3
7 Guardians of the Galaxy Vol. 2
BV $863.7
8 Thor: Ragnarok
BV $848.1
9 Wonder Woman
WB $821.8
10 Pirates of the Caribbean: Dead Men Tell No Tales
BV $794.9
ზოგადად წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმების ათეულში ხუთი ფილმი კინოკომპანია „დისნეის“ ეკუთვნის. სწორედ მისი ბლოკბასტერები დომინირებდნენ წლევანდელ კინოგაქირავებას, თუმცა ამ ჩამონათვალში ერთი არაჰოლივუდური, ჩინური კინოკომპანია H Collective მოხვდა, რომლის მიერ წარმოდგენილმა ფილმმა „მებრძოლი მგელი 2“ - 870 მილიონით, წლის ყველაზე მაღალშემოსავლიან ფილმებს შორის მეექვსე ადგილი დაიკავა. ამავე ათეულში მხოლოდ ერთია კინოკომპანია „ვორნერ ბრაზერსის“ ბლოკბასტერი და ერთიც კინოკომპანია“სონი ქალამბიას“ მიერ წარმოდგენილი ფილმი.
კრიტიკოსების შეფასებით, 2017 წელი რამდენიმე მიმართულებით იყო გამორჩეული, გარდა იმისა, რომ „ბლოკბასტერების“ ზაფხულის სეზონი ფაქტობრივად, ჩავარდა და ისეთმა ფრანჩიზებმა განიცადეს კრახი, როგორებიცაა „ტრანსფორმერები“ და „კარიბის ზღვის მეკობრეები“. გასული წელი რამდენიმე მოულოდნელი ტრიუმფითაც იყო გამორჩეული, მათ შორის სრულიად მოულოდნელი იყო სტივენ კინგის ნაწარმოების მიხედვით გადაღებული ფილმის - „ის“ წარმატება. ხოლო ჩავარდნებს შორის ცალკე აღსანიშნავია კინოკომპანია „დისნეის“ ანიმაციების ათეულში ვერმოხვედრა. ასევე „ვორნერ ბრაზერსის“ „სამართლიანობის ლიგის“ სუსტი სალარო და ამავე კომპანიის მიერ წარმოდგენილი ფილმების, „Blade Runner 2049“-ს და „გეოშტორმის“ კრახი. თუმცა წლის ყველაზე დიდი იმედგაცრუება მაინც დარენ არანოფსკის ერგო, რომლის ფილმმა „დედა“ როგორც კრიტიკოსების ლანძღვა, ასევე სალარო შემოსავლების მხრივ სრული კატასტროფა განიცადა.
კოკა კვირკველია