ირაკლი გილაური „თელიანი ველის“ სამეთვალყურეო საბჭოს ტოვებს

BGEO ჯგუფის ხელმძღვანელი, ირაკლი გილაური კომპანია „თელიანი ველის“ სამეთვალყურეო საბჭოს ტოვებს. სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრი კი გიორგი ალფაიძე გახდება.

ამის შესახებ კომპანიის აქციონერები 23 იანვარს იმსჯელებენ.

ცნობისთვის, „თელიანი ველი“ BGEO ჯგუფის საკუთრებაშია. „თელიანი ველის“ გარდა „ბიჯეო“ აერთიანებს: საქართველოს ბანკს, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“, სამშენებლო კომპანია „ემ2“-ს.

საჯარო რეესტრის 2017 წლის ივლისის ამონაწერის მიხედვით, „თელიანი ველის“ სამეთვალყურეო საბჭოში - სტივენ იაროსლავ გორელიკი, ეკატერინა შავგულიძე, ჟდენეკ რადილი, ავთანდილ ნამიჩეიშვილი და ირაკლი გილაური შედიოდნენ.