2017 წელს 97 949 476 ლარის სახელმწიფო ქონება გაიყიდა

2017 წელს ქონების გაყიდვიდან მიღებულმა შემოსავალმა 97 949 476 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ამასთან, სააგენტოს ცნობით, გასულ წელს 1897 ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა, აქედან ყველაზე მაღალ ფასად 13 650 000 ლარად ციხისძირში მდებარე სახელმწიფო ქონება გაიყიდა, ტერიტორიაზე 20 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება და არანაკლებ 100 ნომრიანი სასტუმრო-კომპლექსის მოწყობა იგეგმება.