მიწის აზომვითი ნახაზის მომზადებისთვის 15 მილიონ ლარზე მეტი ანაზღაურდა

მიწის რეგისტრაციის პროგრამის ფარგლებში, 2016 წლის 1 აგვისტოდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე მიწის აზომვითი ნახაზის მომზადებისთვის 15 738 725 ლარი დაიხარჯა.

ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 1 აგვისტოდან მოყოლებული ჯამში 197 848-ზე მეტი მიწის ნაკვეთის აზომვის საფასური ანაზღაურდა.

ასანაზღაურებელი თანხის მთლიანი მოცულობა ერთ ნახაზზე 1,5 ჰა-მდე მიწის ნაკვეთის აზომვის შემთხვევაში 80 ლარს, ხოლო 1,5 ჰა-დან 5 ჰა-მდე მიწის ნაკვეთებზე 100 ლარს შეადგენს.

მიწის აზომვითი ნახაზის მომზადების საფასურის ანაზღაურების პროგრამა 2017 წლის ბოლომდე გრძელდებოდა.