პრინც ჰარის ქორწილი ბრიტანეთის ეკონომიკას 500 მილიონ ქირვანქა სტერლინგს მოუტანს

პრინც ჰარისა და ამერიკელი მსახიობის მეგან მარკლის ქორწილმა შესაძლოა დიდი ბრიტანეთის ეკონომიკას დამატებით 500 მილიონი გირვანქა სტერლინგი მოუტანოს.

დედოფალ ელიზაბეთ II-ის შვილიშვილის, ტახტის მემკვიდრის მეხუთე პრეტენდენტის, პრინც ჰარის ქორწილი 19 მაისს უინძორის სასახლეში გაიმართება.

ეროვნული სტატისტიკის სამმართველოს მონაცემებით, მისი უფროსი ძმის, პრინც უილიამის ქორწილის გამო 2011 წლის აპრილში, წინა წლის აპრილთან შედარებით, დიდი ბრიტანეთის ვიზიტორთა რაოდენობა 350 000 ადამიანით გაიზარდა. მსგავსი ეკონომიკური ეფექტია მოსალოდნელი უმცროსი პრინცის ქორწილის დროსაც.

ექსპერტების აზრით, დაახლოებით 200 მილიონი გირვანქა სტერლინგი ტურიზმის სფეროდან შემოვა, 150 მილიონი გირვანქა სტერლინგი წვეულებებიდან, კიდევ 50 მილიონი გირვანქა სტერლინგი კი მაისურებზე, ქუდებსა და სხვა სამახსოვრო ნივთებზე დაიხარჯება. კიდევ 100 მილიონი გირვანქა სტერლინგს მსოფლიოში დიდი ბრიტანეთის რეკლამა მოიტანს.