„გუგლის“ საძიებო სისტემის მიხედვით, 2017 წელს საქართველოში ინტერნეტმომხმარებლების უმეტესობა Bitcoin-ით დაინტერესდა.
აღსანიშნავია, რომ 2017 წლის იანვარში კრიპტოვალუტის მიმართ ინტერესი თითქმის არ იყო, თუმცა მისი ღირებულების სტაბილური ზრდა შეინიშნებოდა. მის მიმართ ინტერესმა პიკს მიაღწია Bitcoin-ის ფასის ზრდასთან ერთად - 2017 წლის დეკემბერში.
დიდი დაინტერესებით სარგებლობდა მობილური ტელეფონის ორი თამაში - Clash Royale და Roblox.
საქართველოს ინტერნეტმომხმარებლებში დიდი ინტერესით სარგებლობდა ორი თურქული სერიალი - „მოპარული ცხოვრება“ და „დაქირავებული სიყვარული.“ ასევე დიდი ინტერესით სარგებლობდა ქართული სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“. მაყურებლები ამ სერიალით ყველაზე მეტად 2017 წლის სექტემბერსა და ნოემბერში დაინტერესდნენ.
აღსანიშნავია, რომ გუგლის საძიებო სისტემის მიხედვით, თბილისელებმა 2017 წელს დიდი ინტერესი გამოიჩინეს Wizz Air-ის ავიახაზების მიმართ. ინტერესმა პიკს ოქტომბრის 1-ელ რიცხვში მიაღწია.
2017 წელს თბილისელებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს სოციალური ქსელის Sarahah-ს მიმართ.