ემანუელ მაკრონი „ფეიქ ნიუსებთან“ ბრძოლას იწყებს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი „ფეიქ ნიუსებთან“ ბრძოლას იწყებს.

ამის შესახებ მან ტელეარხ France 24-ის ეთერში, პრესისადმი საახალწლო მიმართვაში განაცხადა.

„ჩვენ „ფეიქ ნიუსებისგან“ დემოკრატიული ცხოვრების დაცვის იურიდიული მექანიზმის განვითარებას ვგეგმავთ. სოციალური ქსელების პლატფორმები ვალდებულები იქნებიან გაზრდილი გამჭვირვალობით იმოქმედონ, როდესაც საქმე ეხება დაფინანსებულ მასალებს, რათა ყველასათვის ნათელი იყოს, თუ ვინ და რა ფასად შეუკვეთა ესა თუ ის მასალა“, - აღნიშნა მაკრონმა.

მან ასევე განაცხადა, რომ მზადდება კანონი, რომელიც „ფეიქ ნიუსების“ წინააღმდეგ იქნება მიმართული.