„მაგთი“ მობილურ ინტერნეტპაკეტებს აძვირებს

კომპანია „მაგთი“ მობილურ ინტერნეტპაკეტებს აძვირებს. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის ვებგვერდზეა გავრცელებული.

კომპანიის ცნობით, ინტერნეტპაკეტების ტარიფები 18 იანვრიდან შეიცვლება.

კერძოდ, 500 მეგაბაიტის ღირებულება 2 ლარით გაიზრდება და 5 ლარი გახდება, 1000 მეგაბაიტის ფასი 5 ლარის ნაცვლად 7 ლარი იქნება; 5 ლარით ძვირდება 2000 მეგაბაიტი და 18 იანვრიდან 12 ლარი ეღირება; 4000 მეგაბაიტი 10-დან 14 ლარამდე გაძვირდება; 3 ლარით მოიმატებს და 18 ლარი გახდება 6 000 მეგაბაიტის ფასი; თვეში 15 000 მეგაბაიტის ფასი კი 30 ლარის ნაცვლად 35 ლარი ეღირება.

საჯარო რეესტრის 2017 წლის 10 ოქტომბრის ამონაწერის მიხედვით, შპს „მაგთიკომის“ 51%-იან წილს „ინტერნეიშენელ ტელსელ სელულარ“; 49%-იან წილს კი „ტელსელ უაიერლეს კომპანი“ ფლობენ.