გამოცემა Times-მა მის ბოლო ნომერში ერთ-ერთი სტატია გაქრობად ენებს დაუთმო, სადაც წერს, რომ მოხდება ჯერ კიდევ ცოცხალი ენების დაკონსერვება, რათა არ მოხდეს მათი სრულად გაქრობა.
ამ დროისთვის დედამიწაზე 7000-მდე ენაა, რომელზეც ადამიანები ასე თუ ისე ლაპარაკობენ. თუმცა, დღევანდელი ტენდენცია ისეთია, რომ მათი 90% მომავალი 200 წლის განმავლობაში სრულად გაქრება. ენების გაქრობა კი კულტურისთვის უდიდესი დანაკარგია. სწორედ ამიტომ საჭიროა სულ ცოტა, მათი კატალოგიზირება, რაზეც იგეგმება 25 მილიონის დახარჯვა.
ლონდონის უნივერსიტეტის, აფრიკისა და აზიის კვლევების სკოლა ამ დროისთვის დაკავებულია 400 ყველაზე იშვიათი ენის აუდიოფიქსირებით და იმედოვნებს, რომ გადაარჩენს კიდევ 3,5 ათასს, რომლებიც გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლოა მკვდარ ენებად გამოცხადდნენ.
ამ პროექტის განხორციელება კი შესაძლებელი გახდა Tetra Pak-ის მემკვიდრის, ლიზბეტ როზინგის ქველმოქმედების შედეგად, რომელმაც შექმნა სპეციალური ფონდი აღნიშნული პროექტის დასაფინანსებლად.
რამდენად მნიშვნელოვანია ამ ტიპის პროექტის არსებობა, ამის დასტურად გამოცემას მოჰყავს მაგალითი, თუ როგორ „მოკვდა“ 25 წლის წინ ცოცხალი - უბიხური ენა, რომელზეც თავის დროზე კავკასიაში საუბრობდნენ.
ლინგვისტების განცხადებით, ცოცხლად ენის შენახვა სულ უფრო რთულდება, რადგან ახალგაზრდობა სულ უფრო ეტანება მეტად გავრცელებული და მეტად მარტივი ენების შესწავლას, ვიდრე იმ ენებზე საუბარს, რომელზეც არცთუ შორეული წინაპრები, მათი ბებიები და ბაბუები საუბრობენ. როცა ბავშვები იზრდებიან, ნანობენ, რომ არ ფლობენ წინაპართა ენებს, შესაბამისად, ვერც საკუთარ კულტურასა და ფესვებს ეცნობიან.
კოკა კვირკველია