1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5851 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5851 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.5851 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5902 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0051 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1153 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1129 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0024 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.