მსოფლიო სატელევიზიო ინდუსტრიაში ყველაზე ძვირად ღირებულ ტელესერიალად აღიარებული Game of Thrones მიმდინარე წელს ეკრანებზე არ გამოვა.
ტელეარხმა HBO-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ სერიალის უკანასკნელი - მერვე სეზონის ტრანსლირებას 2019 წლამდე არ მოახდენს.
მათ მიერ გავრცელებული ოფიციალური პრესრელიზიდან ირკვევა ისიც, რომ უკანასკნელი სეზონი ძალიან მოკლე, მხოლოდ 6 ეპიზოდისგან შედგება. თუმცა, თითოეული ეპიზოდის ხანგრძლივობა ერთ საათზე მეტი იქნება, რაც არათუ სერიალის, არამედ თითქმის სრულმეტრაჟიანი ფილმის ხანგრძლივობას უდრის. სერიალის რეჟისორები იქნებიან დავიდ ბენიოფი და დანიელ ვაისი, დავიდ ნათერი და მიგელ საპოჩნიკი.
როგორც ცნობილია, „სამეფო ტახტის თამაშები“ მიჩნეულია, როგორც ყველაზე ძვირად ღირებული სერიალი მსოფლიო ტელეინდუსტრიაში, მისი თითო სერიის გადაღებაზე 10-15 მილიონი დოლარი იხარჯება. ჯერ უცნობია, რა დაჯდება ახალი სეზონის ეპიზოდები, თუმცა მოსალოდნელია არსებული რეკორდი მოიხსნას.
კოკა კვირკველია