აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესს სთხოვა აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის საწყისი ეტაპის დაფინანსებისთვის 18 მილიარდი დოლარი გამოყონ.
კერძოდ, აღნიშნული თანხა 505-კილომეტრიანი დამატებითი ზღუდის აშენებასა და უკვე არსებული 651-კილომეტრიანი ზღუდის გამაგრებაზე დაიხარჯება. ამგვარად, 2027 წლისთვის კედლის დაახლოებით ნახევარი მზად უნდა იყოს.
აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის აშენება დონალდ ტრამპის ერთ-ერთი საკვანძო წინასაარჩევნო დაპირება იყო. მისი მშენებლობის შესახებ ბრძანებას მან ხელი 2016 წლის 25 იანვარს მოაწერა.