გლობალურმა ვალმა რეკორდულ 233 ტრილიონს მიაღწია

2017 წლის მესამე კვარტალში გლობალური ვალის საერთო ჯამმა რეკორდულ მაჩვენებელს - 233 ტრილიონ დოლარს მიაღწია.

ამის შესახებ საერთაშორისო ფინანსების ინსტიტუტის მიერ მომზადებულ დასკვნაშია ნათქვამი.

2016 წლის ბოლოს დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით გლობალური ვალი 16,5 ტრილიონი დოლარით, ანუ 8%-ით გაიზარდა. ფინანსური სექტორის ჩათვლის გარეშე, კერძო ვალის ოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია კანადაში, საფრანგეთში, ჰონგ-კონგში, კორეაში, შვეიცარიასა და თურქეთში.

ამავდროულად, ვალისა და მთლიანი შიდა პროდუქტის შეფარდება 2017 წლის მესამე კვარტალში შემცირდა. საერთაშორისო ფინანსების ინსტიტუტის ინფორმაციით, გლობალური ეკონომიკური აღმასვლის ფონზე ეს უკვე ზედიზედ მეოთხე კვარტალური ზრდაა. შეფარდების მაჩვენებელმა დაახლოებით 318% შეადგინა, რაც 2016 წლის მესამე კვარტალის მაჩვენებელზე 3%-ით ნაკლებია.