ჩინეთის ეროვნულმა ბანკმა დახურულ შეხვედრაზე მიიღო გადაწყვეტილება, შეეზღუდოთ ელექტროენერგიის მიწოდება ბიტკოინის „მაინინგის ფერმებს“.
როგორც Reuters-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, ეროვნულ ბანკში იციან, რომ პირდაპირ კონტროლს ელექტროენერგიის მიწოდებაზე ვერ განახორციელებენ, ამიტომ ამ თხოვნით რეგიონალურ ჩინოვნიკებს მიმართეს.
ჩინეთის ხელისუფლებაში კარგა ხანია იციან, რომ მათი ქვეყნის გარკვეულ რეგიონებში მაინერები ელექტროენერგიის დაბალი ტარიფებით ბოროტად მანიპულირებენ. როგორც ცნობილია, ჩინეთში თავმოყრილია მსოფლიოს უმსხვილესი ფერმები კრიპტოვალუტის მაინინგისთვის, რომლებიც ძალიან მძლავრ გამოთვლით პროცესებს აწარმოებენ. ხოლო გაზრდილ მოთხოვნას ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურა უბრალოდ ვერ ართმევს თავს და მწყობრიდან გამოდის.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ეროვნულ ბანკს მკვეთრად უარყოფითი პოზიცია აქვს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, უმსხვილესმა ჩინურმა კრიპტოსავალუტო ბაზრის წარმომადგენელმა კომპანიებმა, ეროვნული ბანკის იძულებით, თანხმობა თქვეს შეეზღუდათ ბიტკოინის წარმოება. ეროვნულმა ბანკმა სექტემბერში ჯერ ICO (Initial Coin Offering)-ის შემოღებაზე განაცხადა უარი, ხოლო მოგვიანებით საერთოდაც დაბლოკა კრიპტოვალუტების ბირჟების ფუნქციონირება ჩინეთში.
როგორც ცნობილია, ბიტკოინების მაინების ფუნქციონირებისთის ძალიან დიდი რაოდენობით ელექტროენერგიაა საჭირო. ამ დროისთვის გლობალური მაინინგის პროცესისთვის მოხმარებული ელექტროენერგია უდრის ამერიკის 3,4 მილიონი სახლის მიერ მოხმარებულ ელექტროენერგიას.
კოკა კვირკველია