სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 35 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ეროვნული ბანკის 91-დღიან N20, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 35 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, ფასიანი ქაღალდები ექვსმა კომერციულმა ბანკმა შეიძინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 4.25 პროცენტით, მაქსიმალური 4.44 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 4.37 პროცენტით განისაზღვრა.