მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტოვალუტის ბირჟებმა Bitfinex (ჰონკონგი), Binance (შანხაი) და Bittrex (აშშ) ახალი ექაუნთების რეგისტრაცია დახურეს, მომხმარებლების მასიური ნაკადის გამო. ამის შესახებ Cointelegraph-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, Bittrex-მა და Bitfinex-მა რეგისტრაცია 2017 წლის მიწურულს შეაჩერეს, ხოლო Binance-მა ეს გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღო. ბირჟის წარმომადგენლებმა აღნიშნული გადაწყვეტილება ინფრასტრუქტურის განახლების აუცილებლობით ახსნეს, რომელიც ამჟამად ვერ ართმევს თავს დიდი რაოდენობის მოთხოვნებს რეგისტრაციაზე და ვერიფიკაციაზე.
ამასთან, Binance-მა 8 იანვარს განაცხადა, რომ რეგისტრაციას განაახლებს ნაწილობრივ: ყოველ დღე მოხდება მხოლოდ გარკვეული რაოდენობის ახალი მომხმარებლების დაშვება. ცოტა ხნით ადრე კომპანიამ განაცხადა, რომ ყოველდღიურად ბირჟაზე 250 ათასი ადამიანის რეგისტრირება ხდებოდა.
Bitfinex-ი კი ახალი რეგისტრაციების განახლებას 15 იანვრიდან გეგმავს, Bittrex-ს კონკრეტული თარიღი ჯერ არ დაუსახელებია. Coinmarketcap-ის მონაცემებით, Binance და Bitfinex — ბიტკოინების ვაჭრობის რაოდენობით ყველაზე მსხვილი ბირჟებია, Bittrex-ი კი პირველ ადგილზეა კრიპტოვალუტა Ethereum-ის ვაჭრობით.
კოკა კვირკველია