ცენტრალური საარჩევნო კომისიის დებულებით, 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესი განისაზღვრა.
დებულების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 39,136,784 ლარი დაიხარჯება. აღსანიშნავია, რომ შრომის ანაზღაურებაზე 16,9 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. არჩევნებისათვის მოხელეთა მომზადება - გადამზადებისთვის 1,002,300 ლარია გამოყოფილი, მათ შრომის ანაზღაურებაზე კი 169,500 ლარი დაიხარჯება.
ამასთან, როგორც დებულებაშია აღნიშნული, საარჩევნო სუბიექტების სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯი 2,242,850 ლარი იქნება, ხოლო საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელთა დაფინანსებაზე 7 მილიონ 619 ათასი ლარია გათვალისწინებული.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წელს გაიმართება, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერ არ არის ცნობილი.