ჩინეთის უმდიდრესი ქალი 4 დღეში კიდევ 2 მილიარდით გამდიდრდა

ჩინეთის უმსხვილესი დეველოპერული კომპანიის, Country Garden Holdings Co.-ს თანათავმჯდომარის, იანგ ჰუიიანის ქონება 2018 წლის პირველი ოთხი დღის განმავლობაში 2.1 მლრდ აშშ დოლარით გაიზარდა.

ამის მიზეზი კომპანიის აქციების ფასები ზრდა გახდა.

„ბლუმბერგის“ მილიარდერების ინდექსის მიხედვით, 5 იანვრისთვის იანგის ქონებამ 25.6 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია და ჩინეთის უმდიდრესი ადამიანების ხუთეულში მე-5 ადგილზე მოხვდა. ეს იქამდე იყო, სანამ ორშაბათს Country Garden-ის აქციები 7.4%-ით გაიზრდებოდა და წლევანდელ მოგებას კიდევ 17% შეემატებოდა.

„ბლუმბერგის“ ინდექსის მიხედვით, 36 წლის იანგი ჩინეთის უმდიდრესი ქალბატონი და ქვეყანაში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია. 2005 წელს მამამისმა საკუთარი წილი კომპანიაში იანგ ჰუიიანს გადაუფორმა იმ განზრახვით, რომ მას, როგორც ოჯახის მემკვიდრეს, აღნიშნული საქმიანობა ესწავლა.

Country Garden ერთ-ერთი კომპანიაა, რომელმაც ჩინეთის უძრავი ქონების ბაზარზე არსებული ბუმის გამო დიდი მოგება ნახა. კომპანიის მონაცემებით, 2017 წელს გაყიდვებიდან 550.8 მლრდ იუანი (85 მლრდ დოლარი) მიიღეს, რაც აგვისტოში პროგნოზირებულ 500 მილიარდზე მეტია.