კრიპტოვალუტა Ripple გუშინდელიდან მოყოლებული ვარდნას განაგრძობს და ბოლო ორი სავაჭრო სესიის განმავლობაში მნიშვნელოვანი ზრდის შემდეგ ეცემა, ხოლო ბიტკოინი რჩება 15 ათას დოლარიან ნიშნულზე.
პორტალ CoinMarketCap-ის მონაცემებით, მიმდინარე ბირჟებზე თბილისის დროით 11 საათისთვის Ripple 14,85%-ით 2,41 დოლარამდე გაუფასურდა, ხოლო ბიტკოინის ფასმა 3,51% -ით იკლო 15,46 ათას დოლარამდე, Bitfinex -ის ბირჟაზე ბიტკოინი 6,2%,-ით 14,89 ათას დოლარამდე გაუფასურდა GDAX-ზე 5,4%-ით, 15-ათასამდე, ხოლო კიდევ ერთ სავაჭრო ბირჟაზე Coindesk-ზე ბოტკოინის ფასი გაძვირდა 2,1%-ით 15,28 ათას დოლარამდე.
ცნობისათვის, დღეის მდგომარეობით ასევე გაუფასურდა სხვა კრიპტოვალუტების ღირებულებაც, მათ შორის Ethereum-ის ფასი დაეცა 1,74%-ით 1,2 ათას დოლარამდე, Bitcoin Cash-ის 5,1%-ით 2,47 ათას დოლარამდე. Ripple, რომელიც თითქმის ერთი თვის წინ სულ რაღაც 0,2 დოლარი ღირდა, ამ დღეებში 3,8 დოლარამდე ძვირდებოდა. კრიპტოვალუტამ ინსტიტუციონალური ინვესტორების ყურადღება მიიპყრო, რამაც მისი გაძვირება გამოიწვია.
”Ripple-ის ასეთი ზრდა გამოწვეულია იმით, რომ ის არის ”საპნის ბუშტი”. კრიპტოვალუტის ტესტირებას ბანკების მხრიდან აზრი არ აქვს. ციფრული ვალუტების მთელი ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ არ გჭირდებათ ბანკები” - აცხადებს კომპანია ShapeShift-ის ხელმძღვანელი ერიკ ვურჰიზი ტელეკომპანია CNBC -ის ეთერში.
ცნობისთვის, ამჟამად კრიპტოვალუტის მსოფლიო კაპიტალიზაცია შეადგენს 746,7 მილიარდ დოლარს. აქედან ბიტკოინზე მოდის საერთო ბაზრის 34%, Ethereum -ზე 15%, Ripple-ზე 12%.
კოკა კვირკველია