საქართველოში პოლონურ-ქართული სავაჭრო და ეკონომიკური პალატა შეიქმნა

საქართველოში პოლონურ-ქართული სავაჭრო და ეკონომიკური პალატა შეიქმნა. ამის შესახებ  ინფორმაცია ორგანიზაცია იუწყება.

მათივე ცნობით, პალატის შექმნაში, მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა სექტორში არსებულმა 20-მა პოლონურმა და ქართულმა ორგანიზაციამ. სავაჭრო პალატის პარტნიორები არიან პოლონური ინვესტიციის და სავაჭრო სააგენტო (Polish investment and trade Agency) და აწარმოე საქართველოში (Enterprise Georgia).

როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, პალატაში გაწევრიანების შემდეგ ორგანიზაციები შემდეგ სერვისებს მიიღებენ: ორგანიზაციის გაფართოების გეგმა პოლონეთის ბაზარზე; პოლონეთში კომპანიის ცნობადობის ეფექტური გაზრდა; სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრების შესაძლებლობა; პირდაპირი კონტაქტი სხვა პალატის წევრ კომპანიებთან - პოლონეთში; მიმზიდველი ტენდერების ყოველთვიური ჩამონათვალი პოლონეთში; ყოველთვიური საინფორმაციო ბიულეტენი - პოლონეთიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ბიზნეს ინფორმაცია; ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობა, რაც ხელს შეუწყობს თქვენს ბიზნესს, მათ შორის: თავისუფალი დაშვება CRM- ს სისტემაში და მონაწილეობა პოლონეთის ბიზნეს, კულტურული და ინტეგრაციის ღონისძიებებში.

“საქართველო, პოლონეთისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორი სამხრეთ კავკასიაში. ეს არის ბაზარი, რომელიც ყოველ წელს იზრდება. სავაჭრო პალატის ძირითადი მიზანია, დაეხმაროს პოლონეთი-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების პროცესს, გაზარდოს ქართული ნაწარმის ექსპორტი, განხორციელდეს ქართული ბიზნესის გაფართოება და მისი ცნობადობის გაზრდა პოლონეთში. პოლონეთის და საქართველოს 25-წლიანი მეგობრული ურთიერთობიდან გამომიდინარე, საერთო სავაჭრო პალატის ჩამოყალიბება უმნიშვნელოვანესი ფაქტია. ვიმედოვნებთ, რომ ამ ორი ქვეყნის გამოცდილების გაცვლა-გაზიარება ბევრ სფეროში იქნება ნაყოფიერი, როგორც ქართული, ასევე პოლონური ბიზნეს სექტორისთვის.” - განაცხადა პოლონურ-ქართული სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა მარჩინ რუტოვიჩიმ.