1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5803 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.5803 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5895 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0092 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0775 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1092ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0317 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.