ლარი ევროსთან მიმართებაში 3.17 თეთრით გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ევროს კურსი 3.0775 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1092 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0317 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება 1 აშშ დოლარს, მისი ოფიციალური ღირებულება 2.5803 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5895 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0092 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.