უამინდობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ორი რეისი არ შესრულდა

უამინდობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ორი რეისი არ შესრულდა. როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადეს, თურქეთის მიმართულებით დაგეგმილი „თურქიშ ეარლაინსის“ მიერ დაგეგმილი ორი რეისიდან ერთი გადაიდო, ერთი კი გაუქმდა. აეროპორტში განმარტავენ, რომ რეისების გადადებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება თავად ავიაკომპანიამ მიიღო.

რაც შეეხება სხვა რეისებს, როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აღნიშნავენ, ყველა რეისი გეგმის მიხედვით შესრულდა.