მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სწავლა საკმაოდ ძვირად ღირებული ფუფუნებაა. ასეთ უნივერსიტეტებში სწავლის ყოვეწლიური გადასახადი ათობით ათას დოლარს აღწევს. გთავაზობთ ყველაზე ძვირად ღირებული უნივერსიტეტების ათეულს.
10. ნანიანგის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, სინგაპური
საბაკალავრო პროგრამა
(წლიური) - 17,450 - 72,100 დოლარი
დოქტორანტურა (წლიური) - 16,700 დოლარი
ნანიანგის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი 1991 წელს დაარსდა. მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტის სიაში ის მე-19 ადგილს იკავებს. უნივერსიტეტში ისწავლება: ელექტრონული ინჟინერია, ქიმია, ქიმიური ინჟინერია, ასევე ფინანსები და ბიზნესი. სხვადასხვა ფაკულტეტზე სწავლის ღირებულებაც განსხვავებულია.
9. ოქსფორდის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი
საბაკალავრო პროგრამა
(წლიური): 23,105 - 30,540 გირვანქა სტერლინგი
დოქტორანტურა (წლიური): 9,391 – 22,356 გირვანქა სტერლინგი
ოქსფორდი ინგლისურენოვან ქვეყნებში უძველესი უნივერსიტეტია, რომელიც 1096 წლით თარიღდება. ოქსფორდის უნივერსიტეტი დაამთავრა ბრიტანეთის 27-მა პრემიერ-მინისტრმა, აშშ-ს ერთმა პრეზიდენტმა, მინიმუმ 30-მა მსოფლიო ლიდერმა, ასევე 52-მა ნობელის პრემიის ლაურეატმა და 167-მა ოლიმპიურმა ოქროსმედალოსანმა.
8.ლონდონის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი
საბაკალავრო პროგრამა (წლიური): 17,710 - 23,710 გირვაქნა სტერლინგი
დოქტორანტურა (წლიური): 20,540 - 24,610 გირვაქნა სტერლინგი
ლონდონის უნივერსიტეტი 1826 წელს დაარსდა, იგი იყო პირველი უნივერსიტეტი, რომელიც ლონდონში შეიქმნა. ლონდონის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს შორის იყვნენ მაჰათმა განდი, ტელეფონის გამომგონებელი ალექსანდრე ბელი, დნმ-ის სტრუქტურის თანაორგანიზატორი ფრენსის კრიკი და მომღერალი კრის მარტინი.
7. იმპერიული კოლეჯი ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
საბაკალავრო პროგრამა (წლიური): 27,750 გირვანქა სტერლინგი
დოქტორანტურა (წლიური): 28,200 – 29,000 გირვანქა სტერლინგი
ლონდონის საიმპერატორო კოლეჯი პრინც ალბერტმა 1907 წელს დააარსა. უნივერსიტეტში წარმოდგენილია შემდეგი ფაკულტეტები: ბიზნესის, საინჟინრო, მედიცინისა და მეცნიერების მიმართულებით, ასევე განვითარებადი ტექნოლოგიები. უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი მესამეა მსოფლიოში, სადაც ყოველწლიურად 2000 განაცხადი შედის და აქედან მხოლოდ 20 პროცენტს იღებენ. თანამშრომლებსა და კურსდამთავრებულებს შორისაა - 15 ნობელის პრემიის ლაურეატი, საინჟინრო სამეცნიერო აკადემიის 82 წევრი და სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის 78 წევრი.
6. კემბრიჯის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი
საბაკალავრო პროგრამა (წლიური): 19,197 - 29,217 გირვანქა სტერლინგი
დოქტორანტურა (წლიური):: 21,600 – 29,769 გირვანქა სტერლინგი
კემბრიჯის უნივერსიტეტი მსოფლიოში მეორე უძველესი უნივერსიტეტია, რომელიც 1209 წელს დაფუძნდა. კემბრიჯი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი უნივერსიტეტია, სადაც ყოველწლიურად 16,795 განაცხადი შედის, მაგრამ მათგან მხოლოდ 33.8 პროცენტს იღებენ. ეს უნივერსიტეტი დაამთავრეს: ფიზიკოსმა სტივენ ჰოკინსმა, ჩარლზ დარვინმა, ასევე კურსდამთავრებულებს შორის არიან 15 ბრიტანელი პრემიერ-მინისტრი და 9 მონარქი, მათ შორის პრინცი ჩარლზი, უელსის პრინცესა და დანიის დედოფალი.
5. ჰარვარდის უნივერსიტეტი, აშშ
საბაკალავრო პროგრამა (წლიური): 44,990 დოლარი
დოქტორანტურა (წლიური): 11,258 - 43,296 დოლარი
ჰარვარდის უნივერსიტეტი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პრესტიჟული უნივერსიტეტია, რომელიც 1636 წელს დაარსდა. უნივერსიტეტი აერთიანებს 11 სკოლას, მათ შორისაა ჰარვარდის ბიზნეს სკოლა, სამედიცინო და სტომატოლოგიური სკოლა, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში.
ჰარვარდი დაამთავრა აშშ-ს 8 პრეზიდენტმა, მათ შორის იყვნენ ბარაკ ობამა და თეოდორ რუზველტი, ასევე 62 მილიონერმა, მათ შორის მარკ ცუკერბერგმა.
4. ჩიკაგოს უნივერსიტეტი, აშშ
საბაკალავრო პროგრამა (წლიური): 53,292 დოლარი
დოქტორანტურა (წლიური) : 47,802 დოლარი
ჩიკაგოს უნივერსიტეტი 1890 წელს დაარსდა და აქედან მოყოლებული ერონულ და საერთაშორისო რეიტინგებში უნივერსიტეტი მოწინავე ადგილს იკავებს. ჩიკაგოს უნივერსიტეტი 91 ნობელის ლაურეატმა დაამთავრა.
3. კალიფორნიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, აშშ
საბაკალავრო პროგრამა (წლიური): 48.111 დოლარი ამას ემატება სავალდებულო გადასახადი 1,797 დოლარი
დოქტორანტურა (წლიური): 8,111 დოლარი ამას ემატება სავალდებულო გადასახადი 1,605 დოლარი
კალიფორნიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი 1890 წელს დაარსდა, ამჟამინდელი სახელი კი 1921 წელს მიიღო. ის მსოფლიო უნივერსიტეტებს შორის ტექნიკურ მეცნიერებების მიმართულებით ერთ-ერთი საუკეთესოა.
2. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, აშშ
საბაკალავრო პროგრამა (წლიური): 49,580 დოლარი
დოქტორანტურა (წლიური): 49,580 დოლარი
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი 1861 წელს დაარსდა და წამყვანია ბიოლოგიის, ეკონომიკის, ლინგვისტიკისა და მართვის სფეროებში.
მის კურსდამთავრებულებს შორისაა - 85 ნობელის პრემიის ლაურეატი, 45 როდოსის მკვლევარი, ასევე 34 ასტრონავტი.
1. სტენფორდის უნივერსიტეტი, აშშ
საბაკალავრო პროგრამა (წლიური): 15,777 - 48,987 დოლარი
დოქტორანტურა (წლიური): 48,987 - 52,188 დოლარი
სტენფორდის უნივერსიტეტი 1885 წელს დაარსდა და ის მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულია. სტენფორდის უნივერსიტეტი სილიკონის ველის მახლობლად მდებარეობს, რაც მას პრესტიჟულობას მატებს.
კურსდამთავრებულებს შორის არიან: 30 მილიარდერი, 17 ასტრონავტი და 20 ნობელის ლაურეატი.
ლიკა ამირაშვილი