ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
როგორც საქართველოს ეროვნული ბანკი იუწყება, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 57 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი - 7.300 პროცენტით, მაქსიმალური -7.400 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.381 პროცენტით განისაზღვრა.