1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5778 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5778 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.5778 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5803 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0025 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0892 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0775 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0117 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.