სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2018 წელს 25 უწყების ფინანსურ აუდიტს ჩაატარებს. აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 25 ფინანსური აუდიტიდან, 14 ფინანსური აუდიტი ცენტრალურ ბიუჯეტში; 5 ფინანსური აუდიტი აჭარის ა/რ-ის ბიუჯეტში; 5 ფინანსური აუდიტი აფხაზეთის ა/რ-ის ბიუჯეტში; 1 ფინანსური აუდიტი კი, მუნიციპალურ ბიუჯეტშია გათვალისწინებული.
უწყების ინფორმაციით, ფინანსური აუდიტებით ჯამურად 11.1 მილიარდი ლარი (საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების ჩათვლით) დაიფარება, ანუ ნაერთი ბიუჯეტის 86%. აქედან, 87%-ით დაიფარება ცენტრალური ბიუჯეტი; 98%-ით აჭარის ა/რ-ის ბიუჯეტი, 42%-ით აფხაზეთის ა/რ-ის ბიუჯეტი; ხოლო 60%-ითმუნიციპალური ბიუჯეტები დაიფარება.
აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, უწყებებში 2017 წლის საქმიანობის პერიოდი შემოწმდება.
უწყების ცნობით, შემოწმდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხეობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტები. ასევე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტები; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტები.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და მთავრობასთან არსებული ორგანიზაციების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის, მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს აპარატი და პროგრამების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს აპარატი და პროგრამების, აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აუდიტის დეპარტამენტები.
გარდა ამისა, აუდიტის სამსახური შეამოწმებს თბილისის მერიის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის საქმიანობასაც.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2018 წელს 102 აუდიტს ჩაატარებს.
აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, აუდიტებით დაიფარება ქვეყნის ნაერთი ბიუჯეტის 86%.
2017 წელთან შედარებით, რაოდენობა 16 აუდიტით (19%-ით), ხოლო ბიუჯეტის დაფარვის მაჩვენებელი 5%-ით იზრდება. ბიუჯეტის დაფარვის მაჩვენებელი 11,112,289 ლარია, მაშინ როდესაც გასულ წელს ეს მაჩვენებელი 9,463,759 ლარი იყო.