არაბთა გაერთიანებული საამიროების უდიდეს ქალაქ დუბაიში მორიგი ღირშესანიშნაობა გაიხსნა.
ამჯერად საუბარია სურათის ჩარჩოს ფორმის მონუმენტზე, რომლის ზომებიც შთამბეჭდავია - ის 150 მეტრის სიმაღლის ორი ბოძისგან შედგება, ხოლო მათზე გადებული ძელის სიგრძე 93 მეტრია. მონუმენტი განთავსებულია ზაბიილის პარკში და დამთვალიერებელს სთავაზობს 360 გრადუსიან პანორამას ქალაქზე.
მონუმენტის ერთ-ერთი ხიბლი ის არის, რომ, როცა მას ერთი მხრიდან გახედავთ, ხედი ქალაქის ძველ ნაწილზე იშლება, ხოლო მეორე მხრიდან ცათამბჯენების ცენტრალური ნაწილი, მათ შორის ბურჯ ხალიფა მოჩანს. „დუბაის ჩარჩოს“ ასევე უმთავრესი ხიბლია მისი ზედა ნაწილი, დამაკავშირებელი ძელი მაღალი ხარისხისა და გამძლეობის შუშისგანაა შექმნილი, და მთლიანობაში ჩარჩო მორთულია მოოქროვილი მეტალის დეტალებით, რომელიც მიეძღვნა ქალაქში დაგეგმილ მსოფლიო მასშტაბურ გამოფენას EXPO 2020-ს.
რაც შეეხება ღირებულებას, ზრდასრულებისთვის „დუბაის ჩარჩოს“ მონახულება 13,5 დოლარი ღირს, ხოლო ბავშვებისთვის 5,5 დოლარი.
კოკა კვირკველია