iPhone X-ი მომხმარებლებს თმასა და წვერს აგლეჯს

iPhone X-ის რამდენიმე მომხმარებელი ჩივის, რომ სმარტფონმა მათ თმები და წვერი ამოაძრო.

სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა ფორუმებზე ასეთი და მსგავსი შინაარსის არაერთი შეტყობინება გაჩნდა.

თმა ტელეფონის ხმის გამორთვის გადასართავთან ან კარკასსა და ეკრანს შორის მცირე მონაკვეთში იჭედება. ზოგიერთი მომხმარებელი ტელეფონს ჩასადებში დებს და პრობლემას ასე აგვარებს, მაგრამ ხმის გამორთვის გადასართავის საკითხი ამით არ გვარდება.