გლობალური ეკონომიკა 2018 წელს გაიზრდება, თუმცა მომდევნო წლებში შენელდება

გლობალური ეკონომიკური ზრდა საუკეთესო მაჩვენებელს აფიქსირებს, თუმცა რამდენიმე წელიწადში ის შესაძლოა დასრულდეს.

როგორც მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზში წერია, მას შემდეგ, რაც გასული წლის ეკონომიკური ზრდა დაგეგმილზე მეტად გაიზარდა, ეს ტენდენცია შენარჩუნდება 2018 წელსაც.

მსოფლიოს ბანკის პროგნოზით, 2018 წელს გლობალური ეკონომიკა 3,1%-ით გაიზრდება, რაც ივნისში ნავარაუდევ 2,9%-ზე მეტია. ის ასევე აღემატება გასული წლის 3%-იან ზრდასაც. წლევანდელ ზრდას კი უპირველეს ყოვლისა, ვაჭრობის სფეროში გამოცოცხლება და ნავთობზე გაზრდილი ფასები განაპირობებს.

წლევანდელი წელი იქნება ასევე პირველი წელი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, რა დროსაც მსოფლიო ეკონომიკა მისი სრული პოტენციალის დატვირთვით ამუშავდება, რაც ავტომატურად ნიშნავს დაბალ უმუშევრობას და მაღალ პროდუქტიულობას, ამავე დროს ინფლაციის დონის შენარჩუნებას და პროდუქტებზე და მომსახურების სფეროზე მოხმარების ზრდას.

თუმცა მსოფლიო ბანკი წუხს იმის გამო, რომ ეს ზრდა დასრულდება და უკვე 2019-2020 წლებში მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკები აშშ, ჩინეთი და დასავლეთ ევროპა დაიწყებენ „გაგრილებას“.

მსოფლიო ბანკი ამ ტიპის „შენელების“ თავიდან ასაცილებლად მოუწოდებს ქვეყნებს, გაატარონ რეფორმები ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში, ასევე იმუშაონ ინფრასტრუქტურის გამართვის მიმართულებით, რადგან დაგვიანებული რეაგირება შესაძლოა ცუდად აისახოს მომავალი დეკადის ეკონომიკაზეც.

კოკა კვირკველია