CNN-მა თბილისი მსოფლიოს 7 ქალაქს შორის დაასახელა, რომელსაც 2018 წელს უნდა ეწვიო. ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იუწყება.
მათივე ინფორმაციით, ტელეკომპანია CNN გამორჩული დიზაინის მქონე ქალაქების სიას აქვეყნებს: პარიზის, ტოკიოს, ტორონტოს, მუსკატს, დანდის, სან მიგელ დე ალიენდეს შორის თბილისი მოხვდა.
„რატომ თბილისი? საქართველოს დედაქალაქმა "2018 წლის ლისაბონის" ტიტული დაიმსახურა. თბილისი სწრაფად ხდება ხელოვნების, მოდის ინდუსტრიის ცენტრი. ქალაქს ჰყავს ახლადარჩეული მერი, ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძე და 334 მილიონ დოლარიანი ბიუჯეტი, რომლითაც დედაქალაქის სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება" - აღნიშნავს CNN.
CNN-ის ჟურნალისტი საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით 2017 წელს Mercedes-Benz-ის მოდის კვირეულის ფარგლებში იმყოფებოდა.