ლარი დოლართან მიმართებაში 1.07 თეთრით, ხოლო ევროსთან მიმართებაში 2.25 თეთრით გამყარდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5671 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.5671 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5778 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0107 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0667 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0892 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0225 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.