#მრავალახალხეს - აქციას საქართველოს პირველი ლედიც გამოეხმაურა

მართალია საახალწლო ციებ-ცხელებამ გადაიარა, მაგრამ კრეატიული სააგენტო ლივინგსტონის და ტრიპექსის ერთობლივი საქველმოქმედო კამპანია ისევ გრძელდება.

bpn

კამპანიას გამოეხმაურა საქართველოს პირველი ლედი, რომელიც მოგვიწოდებს, რომ დღევანდელ დღეს, იმის მაგივრად, რომ მოვჭრათ ცოცხალი ნაძვის ხეები და სახლში წავიღოთ, ბევრად სწორი იქნება, დავნერგოთ ახალი ტრადიცია და დავრგოთ თითო ხე ბორჯომის ხეობაში.

bpn

შეგახსენებთ, რომ borjomistvis.ge საიტის მეშვეობით ორ კლიკში შეგიძლიათ თქვენს ან თქვენთვის ძვირფასი ადამიანის სახელზე დარგოთ ცოცხალი ნაძვის ხე და ბუნებასაც გაუკეთოთ საახალწლოდ საჩუქარი.