„კრიპტოვალუტების მაინერების მიერ გაკეთებულმა შესყიდვებმა მთელ მსოფლიოში ვიდეობარათების დეფიციტი გამოიწვია“

„კრიპტოვალუტების მაინერების მიერ გაკეთებულმა შესყიდვებმა მთელ მსოფლიოში ვიდეობარათების დეფიციტი გამოიწვია“. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში „F1 - კომპიუტერული სერვისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, გეიმერები საკუთარი კომპიუტერების გასაუმჯობესებლად ახალი თაობის ვიდეობარათების შეძენას ვეღარ ახერხებენ. ამის მიზეზი კი ერთის მხრივ, ვიდეობარათების დეფიციტი, ხოლო მეორეს მხრივ მნიშვნელოვნად გაზრდილი ფასებია.

აღსანიშნავია, რომ პოპულარულმა ონლაინ მაღაზიებმა Newegg, Amazon.com, eBay ვიდეობარათების ფასი რამდენი ასეული დოლარით გაზარდეს.

წყარო: F1 - კომპიუტერული სერვისი