იანვარ-ნოემბერში სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების რაოდენობა 0.9 მილიონი ტონით შემცირდა

გასული წლის იანვარ-ნოემბერში, სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.9 მილიონი ტონით შემცირდა.

კერძოდ, 2017 წლის პირველ 11 თვეში, გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 37.4 მილიონი ტონა შეადგინა, მაშინ როცა წინა წლის ამავე პერიოდში ეს მონაცემი 38.3 მილიონი ტონა იყო.

სატრანსპორტო დარგების მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა კი წინა წელთან შედარებით 10.5 მილიონი მგზავრით გაიზარდა. კერძოდ, 2017 წლის იანვარ-ნოემბერში 352.1 მილიონი მგზავრის გადაყვანა მოხდა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს ციფრი 341.6 მილიონი იყო.

2017 წლის საანგარიშო პერიოდში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა 16.1 მილიონი ტონიდან 14.9 მილიონ ტონამდე შემცირდა.

ნავსადგურებში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა კი 2017 წლის იანვარ-ნოემბერში 51,950 ერთეულით გაიზარდა. კერძოდ, 2017 წელს 355,153 კონტეინერი, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 303,203 კონტეინერი გადამუშავდა.